„ევროპის დღეების“ ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

დღეს, ხობის კულტურის სასახლეში „ევროპის დღეების“ აღსანიშნავად კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. უწყების ცნობით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ახალგაზრდებთან ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. კულტურის სასახლის ფოიეში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, შაშსა და ნარდში. მოეწყო ევროპის კუთხე...