ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წინაგოლაში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 4-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი. დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.