პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

ცესკო: 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს

12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. “რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა...