ფემიციდისა და ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ხობის სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს და სასულიერო პირებს გააცნო გენდერის ნიშნით მკვლელობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემატური საკითხები, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკა, საქართველოს პროკურატურაში არსებული სერვისები, რომელთა გამოყენება...