ხობში სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას საკუთარ ძმისშვილზე, 8 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. დაკავებულს ფოთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.